რატომ GCloud?GCloud გთავაზობთ შესაძლებლობას შექმნათ საკუთარი ეფექტური და თქვენს საჭიროებებზე მორგებული ვირტუალური DataCenter-ი, რომელშიც თქვენ თავად შეძლებთ სერვერების, ქსელური ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოებისა და საჭირო სერვისების მართვას მინიმალური ძალისხმევით. ასევე ჩვენი მომსახურება გამოირჩევა იმითაც, რომ გარდა ინფრასტრუქტურისა თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტები, რომლებიც გაგიადვილებთ საკუთარი პროგრამების და სერვისების შექმნის პროცესს, მათ ეფექტიან მართვას და განთავსებას.
გარდა ამისა, GCloud-ის სერვისით სარგებლობის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის რესურსების საფასურის მაქსიმალური ეფექტიანობა. ჩვენთან ხდება მხოლოდ იმ რესურსების საფასურის წუთობრივი აღრიცხვა, რომელსაც მოცემულ მომენტში იყენებთ.
ჩვენი უპირატესობები:
- სრული წვდომა საკუთარ ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე
- წინასწარ გამზადებული პოპულარული სერვისების ავტომატიზირებული ინსტალაცია
- გამზადებული GitLab სერვისი - კოდის ვერსიების მართვის სისტემა
- რესურსების საფასურის ეფექტიანი დათვლა
- და მრავალი სხვა დამატებითი სერვისი
ასევე ჩვენ მზად ვართ ახალი იდეებისთვის. თუ თქვენ გჭირდებათ რომელიმე სპეციფიური სერვისის დანერგვა და გამოყენება, გაგვიზიარეთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს სერვისი მოთხოვნადი იქნება ჩვენ მზად ვართ ის დავნერგოთ ჩვენს გარემოში.