როგორც Cloud-ის სტანდარტული ფუნქციონალი ჩვენ ვთავაზობთ IaaS-ს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა გამოთვლით, ქსელურ და storage რესურსებზე მოთხოვნის შესაბამისად. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ვირტუალური/ლოგიკური დატაცენტრები, ლოკალური ქსელები, storage-ები და ვირტუალური მანქანები. აგრეთვე, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი სერვისების და აპლიკაციების ინსტალაციის. ძირითადი ფუნქციებია:
- ფიზიკური აპარატურის შეძენის ნაცვლად მომხმარებელი იხდის IaaS სერვისის საფასურს
- ინფრასტრუქტურა არის ადვილად ზრდადი
- არ საჭიროებს ფიზიკური აპარატურის მოვლას
- გათიშვის ერთი წერტილის არ არსებობა (ფიზიკური აპარატურა/ქსელი)
- ადვილი მენეჯმენტი